თეა წულუკიანი

წულუკიანი: ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში

არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირიდან, UNICEF-იდან, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამ ფონისთვის, ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ. 

იუსტიციის მინისტრის კომენტარი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გარეთ აქცია მიმდინარეობდა.

კომენტარები