პროპორციული არჩევნები

მდინარაძე: ბოკერიას პარტიის ლიდერ გიგა ბოკერიას, ბუნებრივია, არ უნდა კონსტრუქციული დიალოგი

ოპოზიციის ერთერთი წარმომადგენელი, ბოკერიას პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ არ იქნება უპირობო საუბარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, მაშინ შეხვედრაზე არ მოვა, თუ შეხვედრას აზრი არ აქვს.

მას ურჩევნია, ბუნებრივია, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადმოვიდეს დიალოგი, ეს მისი ნებაა, მათი გადასაწყვეტია, ილაპარაკებენ თუ არა კონსტრუქციულ რეჟიმში, ილაპარაკებენ თუ არა იმგვარად, როგორც გვირჩევენ ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ილაპარაკებენ თუ არა არგუმენტებით. თუ მას ურჩევნია "გადადით პროპორციულზე, არ მაინტერესებს რატომ არ, ვერ, რა რას შეესაბამება და კანონში, კონსტიტუციაში რა წერია", ეს მისი ნებაა და თუ შეუძლიათ არგუმენტების წარმოდგენა, მობრძანდნენ მათი წარმომადგენლები, დასხდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები, ჩემი აზრით, ეს იქნება მათი არგუმენტების მარცხი ან უარგუმენტობა, რადგან ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუციას გერმანული ან მისი მსგავსი მოდელი არ შეესაბამება

უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი მამუკა მდინარაძე 30 ნოემბერს ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის დაგეგმილ შეხვედრაზე.

კომენტარები