ჯეიმს აპატურაი

აპატურაი: საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები ვართ, დიალოგი მნიშვნელოვანია

NATO და მე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან და შეშფოთებით ვაკვირდებით. არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია აქვს და კონსესუსის პოვნაში ეს კიდევ ერთხელ უნდა გამოჩნდეს.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა.

კომენტარები