გიგა ბოკერია

ბოკერია: ხელისუფლება პოლიტიკურ აგონიაშია, კრიმინალური აქციებით ცდილობს ქვეყნის მართვას

ეს პოლიტიკურ აგონიაზე მეტყველებს. ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მართვას აქციებით იწყებს, მით უმეტეს, კრიმინალური აქციებით და თავის თანამშრომლებს მორეკავს, ჩვენ გვახსოვს, ხო, შევარდნაძე და ასლან აბაშიძე? ზუსტად ასე იქცეოდნენ და როგორ მთავრდება ეს, ესეც ვიცით. ამიტომ ვართ ახლა აქ შეკრებილები, რომ იქნებ ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანოს ქვეყანა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. ოღონდ, ბუნებრივია, ივანიშვილის და მისი რეჟიმის მძევალი ვერ ვიქნებით.

პარტია ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა. აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს. მათ ოფისთან ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები გააკეთეს. აქციაზე მოხდა დაპირისპირებაც.

კომენტარები