პროპორციული სისტემა

ვაშაძე: ე.წ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვაზე

მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

[დღევანდელ შეხვედრაზე ქართული ოცნების წევრები] აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ.

მათ კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და რომელსაც 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, სამწუხაროდ, თუ მოინდომებენ მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს ე.წ ქართულ ოცნებას და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. მოლაპარაკებებს დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.

კომენტარები