კობახიძე: რაც მეტად დავაიგნორებთ ნაცმოძრაობას, მით მალე მიილევიან

ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმითაა გამოხატული და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა.

ხედავთ, რისი რესურსი აქვს ნაცმოძრაობას. რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი, 200 კაცი ძლივს გამოჰყავს. მილევად რეჟიმშია მათი დესტრუქცია და ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა. რაც მეტად დავაიგნორებთ ნაცმოძრაობას მით მალე მიილევიან.

თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მიერ იყო ინიცირებული და საარჩევნო სისტემას შეეხებოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები