თავდასხმა ენმ-ის ოფისზე

კაპანაძე ენმ-ის ოფისზე თავდასხმაზე: დიდი უბედურებაა, რომ მონაწილეები საჯარო მოხელეები არიან

ყველაზე დიდი უბედურება ამ დაპირისპირების მცდელობაში არის ის, რომ ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები. მათ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, ვუხდით ფულს. ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მათი გამოსვლა, ძალადობის მცდელობა და ინსპირირება არის პირდაპირ კანონის დარღვევა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჩვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით საზრდოობენ და შემდეგ ასე იქცევიან. ის, რომ ხელისუფლება თავის ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე ისევ იმას იძახის, რომ საქართველოდან მიშა უნდა წავიდეს და განდევნოს ნაციონალური მოძრაობა, ნიშნავს იმას, რომ სრულიად არაადეკვატურები არიან.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ, ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში. დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციას მართავენ. მონაწილეებმა ენმ-ის ოფისს გუშინ და დღეს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.

კომენტარები