ნიკა გვარამიას თქმით, ის და მისი ოჯახი საქართველოდან არ მიდიან

ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც მოვიპოვეთ თავისუფლება. ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც ვაშენეთ ახალი ევროპული, წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ გამბედაობით, შიშველი ხელებით. ვერ წავალთ იქედან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და ვალდებულება, ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის სახით. ჩვენ, ჩვენი ოჯახი ვრჩებით, და დავეხმარებით ყველას, როგორც შეგვიძლია.

დღეს, 1 დეკემბერს, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საზოგადოებას ქვეყნის დატოვების შესახებ ოჯახთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობდა. "კვირის აქცენტებში" გვარამიამ ხანგრძლივ მონოლოგში მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორია და მასზე და მის ოჯახზე ზეწოლაზე ისაუბრა. ასევე, გვარამიამ გაისენა პროკურატურის მიერ გაგზავნილი მის ოჯახზე ფარული თვალთვალის ამსახველი კადრები, რომელმაც ქვეყნის დატოვებაზე დააფიქრა. კადრებში ჩანს, როგორ გადმოდიან გვარამიას ცოლი და არასრულწლოვანი შვილი Porche-ს ბრენდის მანქანიდან. ეს მანქანა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, კადრებით დასტურდება, რომ ავტომანქანით, რომელიც მათივე ინფორმაციით, რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ შპს "პროესკო მედიას" სახელზე იყო გაფორმებული, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები