ნიკა მელიას საქმე

მელია: უნდა მიხვდეს ივანიშვილი, რომ სისხლის სამართლის საქმეებით ვერავის შეაჩერებს

უნდა მიხვდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმით ვერც ერთ ოპონენტს, ვერც ერთ სამოქალაქო აქტივისტს, ვერ შეაჩერებს და ნებისმიერი საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიპაკს ვერ გაუკეთებს ვერავის, მით უფრო, როდესაც ეს საკნის ოთხი კედელი დღეს უკვე არის ძალიან მყიფე და მოყანყალებული

ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას პირველი კომენტარი მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ.

კომენტარები