ნიკა მელიას საქმე

ვაშაძე: მელიას ჯარიმა დაეკისრა, რომ რამენაირად გაამართლონ სასამართლოს ფუჭად დახარჯული დრო

ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას არავითარ შეთქმულებაში, დანაშაულებრივ სქემაში, ვიღაცის გაკოტრების მცდელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

მას ჯარიმა შეეფარდა იმიტომ, რომ რამენაირად გაამართლონ სასამართლოს ფუჭად დახარჯული დრო, მცდელობები, 25 პიროვნების განრიდება ამ საქმიდან და ყველა ის არასწორი ნაბიჯი, რაც სასამართლომ ამ საქმის მსვლელობისას მიიღო.

თუ ეს გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შენელდეს, ახალი პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდეს, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ანგარიშსწორება შეწყდეს, მაშინ მხოლოდ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას

ენმ-ის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძი "ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ენმ-ის დეპუტატს მანდატს შეუწყვეტენ.

კომენტარები