ქართული ოცნება

კაჭკაჭიშვილი: სამთავრობო გეგმაა, საქართველოში დარჩნენ მხოლოდ ბიძინაგამოკვებილი ჯგუფები

მოკლედ, სამთავრობო გეგმა ასეთია:

1. ისინი, ვინც სამსახურს ეძებს და ბიძინას ფულების იმედი აღარ აქვს, უცხოეთში წავლენ და "ცირკულარულ მიგრაციაში" ჩაებმებიან;

2. ნაცები და მათთან მიტმასნილები (ანუ, პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია, პარტიულ-უპარტიოებიანად) ან ციხეში წავა, ან პოსტTV-ის პოლიტოლოგიური კურსებით გადამზადდება, რათა "ღირსეულ" ოპოზიციად ჩამოყალიბდეს.

3. კვლევითი ორგანიზაციები აიკრძალება და სანიმუშო სოციოლოგებად მხოლოდ მკითხავები ან "ნატურალები" დარჩებიან;

4. არასამთავრობო ორგანიზაციები თვითაკრძალვას გამოაცხადებენ, რადგან, ბოლოსდაბოლოს, მიხვდებიან, რომ ხალხს ხოხბის ძვალივით ეჩხირებიან ყელში;

5. საქართველოში დარჩებიან მხოლოდ ბიძინაგამოკვებილი ჯგუფები, რომლებიც, არჩევნების დადგომისას, ქოცების ოფისიდან გაგზავნილ ელექტრონულ ბიულეტენებს მობილურებში შეავსებენ, სადაც მოსანიშნი მხოლოდ "ქართული ოცნება" იქნება.

და ივერიაც გაბრწყინდება!

წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუსთან დაკავშირებით.

კომენტარები