საპროტესტო აქციები

გაბაშვილი: ყოველი დარბევა, დაჭერა, ტიტუშკებით თავდასხმა - აძლიერებს ბრაზს და პროტესტის ძალას

ყოველი დარბევა, ყოველი დაჭერა, ყოველი ტიტუშკა/საჯარო მოხელეებით თავდასხმა - მხოლოდ აძლიერებს ბრაზს და არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობის ძალას. ეს ჭაობივითაა ხელისუფლებისთვის, რაც მეტად ფაფხურობთ, მეტად ეფლობით. ფინალი ერთია - 85% საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ - ვერ მოერევით. ისინი მოგერევიან. თქვენი არჩევანი მხოლოდ ისაა - რამდენად გეტკინებათ ეს ყველაფერი. და თუ ასე მოიქცევით - ძალიან გეტკინებათ.

მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ, როგორც ამბობდნენ მათ ხუნდაძესთან კითხვები ჰქონდათ, თუ რატომ არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სისტემა. აქტივისტებს მერიის წარმომადგენენლები დაუპირისპირდნენ და ერთერთი აქტივისტი დაშავდა.

კომენტარები