მათი მიზანი არის აურზაური და უნდათ, საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, თითქოს ეს არის მთელი საქართველო და მათი პროტესტი მთელი ქვეყნის პროტესტია, არადა, ფაქტობრივად, ეს ხალხი არის ჩამოტარებით, დაახლოებით 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში და ხანაც ქუთაისში. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები არიან და ლიდერები აქეზებენ ახალგაზრდებს, რომ მოხდეს მათ შორის დაპირისპირება, რაც მიუღებელია
საპროტესტო აქციები
ხუნდაძე: ეს ხალხი არის ჩამოტარებით, 20-25 ადამიანია ხან მცხეთაში, ხან გორში და ხან ქუთაისში
tbl.ge/48zb
დაკოპირდა
მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე პირველ არხთან საუბარში მცხეთის მერიასთან გაბედეს აქტივისტების მისვლას ეხმაურება. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს ხუნდაძის ნახვა სურდათ, თუმცა, მერიის წარმომადგენლებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს. დაპირისპირებისას სცემეს "გაბედეს" ორ აქტივისტს. ასევე დააკავეს "გაბედეს" 4 აქტივისტი და ქართული ოცნების 3 მხარდამჭერი. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს.
ამავე თემაზე
- 11 დეკემბერს "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს
- მდინარაძე: 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, ეს მათი პოლიტიკური განაჩენია
- ენმ: თავს გვესხმიან ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები
- ცქიტიშვილი "ოცნების" აქტივისტების დახვედრაზე: ოპოზიციის აგრესიის ბუნებრივი გამოძახილია
- ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს (ფოტოები)