კიკნაველიძე: პოლიცია "ოცნების" ზონდერებზე ამბობს, კი არ დაგვარტყეს, ხელი მოუხვდათო

ქართული ოცნების მიერ მოგზავნილი ზონდერები თავს ესხმიან არამარტო აქტივისტებს, არამედ თავად პოლიციელებს, რომლებსაც ძალადობისთვის ხელის შეწყობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. პოლიციელები ამბობენ კი არ დაგვარტყეს, ხელი მოუხვდათო. ამ ძალადობით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. საინტერესოა, პოლიცია რა პასუხს გასცემს ახლა იმ ადამიანებს, უბნის მაღაზიებში და სახლებში რომ დაადგებიან ქურდული გარჩევისთვის ეს კრიმინალები

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე "რამდენს ბედავთ" იმყოფება. აქციაზე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქართული ოცნების ოფისთან ამ დრომდე ხმაურია - მმართველი პარტიის მხარდამჭერები იგინებიან და აქტივისტების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.

კომენტარები