ხოშტარია: მუშტზე მიიღეს ჰიმნი, პროტესტი არ დაიშალა, თავად წაბრძანდნენ

სცადეს სუსის აგენტურა და პროვოკაციები - არ ავყევით, ვამხილეთ.

სცადეს სპეცრაზმის ცირკი - ვერ დაგვშალეს, მიიღეს უფრო მწვავე პროტესტი.

სცადეს დაჭერები - ვერ შეგვაშინეს, თავად ბიძინას წამოსცდა თავგანწირვაო.

სცადეს რკინის ღობეები - მაინც შევძვერით პარლამენტში, დაიცინენ.

ეხლა ცდილობენ ტიტუშკებს და გვასაღებენ სამოქალაქო დაპირისპირებად - მუშტზე მიიღეს ჰიმნი, ცხადია, პროტესტი არ დაიშალა, თავად წაბრძანდნენ.

ეს ყველაფერი ხელისუფლების და არა პროტესტის დასასრულით გვირგვინდება, ყველგან და ყოველთვის.

ნუ ჩაყვებით ‘საფლავში’ შეშინებულ კაცს!

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ეხმაურება ქართული ოცნების ოფისთან განვითარებულ მოვლენებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები