თალაკვაძე ჟურნალისტებს "ოცნების" აქტივისტების ძალადობაზე: მოგიწოდებთ ობიექტურად გააშუქოთ

მე პირველ კითხვაში უკვე ვიმსჯელე ამაზე, ახლა კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით და დამარცვლით გაგიმეორებთ. ჩემი პოზიცია არის შემდეგი, რომ ნებისმიერი ის მოქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს და მოახდინოს ძალადობის პროვოცირება, უნდა იყოს პრევენციული ზომებით აღკვეთილი წინასწარ, ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია. ხვალისათვის გეუბნებით, გუშინ რაც იყო ყველამ დავინახეთ და ყველამ დავინახეთ რამ გამოიწვია ეს. მე მოგიწოდებთ ობიექტურად გააშუქოთ, ეს გამოწვია იმან, რომ მანიფესტანტების ნაწილი რეალურად, მიდიან პროვოკაციებზე. ამიტომ, მე მათ ვთხოვ და რეკომენდაციას ვაძლევ ყველას, რომ მანიფესტაციის და პროტესტის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ, არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციებზე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას 2 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმის შესახებ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები