კალაძე "ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაზე: ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს

მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას

ასე ეხმაურება კახა კალაძე გუშინ, 2 დეკემბერს, ქართულუ ოცნების ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. "ოცნების" ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. ასევე, "ოცნების" აქტივისტები მათ პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანი. პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია.

კომენტარები