NATO

სტოლტენბერგი: გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, კვლავ ძალაშია

2008 წელს ბუქარესტში NATO-ს სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ამავდროულად, არ გვაქვს დასახული კონკრეტული ვადები. ამჟამად ფოკუსი არის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რეფორმების იმპლემენტაციაში, თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციაში.

საქართველოში ამჟამად NATO-ს უფრო მეტი ძალებია, ვიდრე ოდესმე. გვაქვს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან, ვატარებთ მასშტაბურ წვრთნებს. პოლიტიკური ახლო კონტაქტი გვაქვს. არც ისე დიდი ხნის წინ ვეწვიეთ საქართველოს, უკრაინასაც. ორივე ქვეყანასთან ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ სრულ წევრობასა და არაფერს შორის ბევრი რამაა.

NATO-სკენ სწრაფვაში საქართველოსა და უკრაინის დახმარებასთან ერთად მეტი თანამშრომლობა გვაქვს. ეს კარგია არა მხოლოდ მათთვის, არამედ NATO-სთვისაც. საქართველო და უკრაინა NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობენ, მაგალითად ავღანეთში.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონში მიმდინარე სამიტზე საქართველოზე ისაუბრა.

კომენტარები