ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი "ოცნების" აქტივისტებზე: მათი შვილები არიან, ვისაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ

ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ? როგორ, ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, ექნებათ. ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანის შვილები, ზოგის ძმა, ზოგის და, რომელთა ოჯახის წევრებიც იყვნენ გაწამებულები 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში. წამება, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ... ამიტომ ამ ადამიანებს, ლოგიკურია, ექნებათ რეაქცია, ექნებათ დამოკიდებულება. თუმცა მე ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთებული სიფრთხილით, ემოციის გარეშე, დაძაბულობის შექმნის გარეშე, არსებობს ცივილური ფორმა, არსებობს ტრიბუნა, ეთერი, დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ანრი ოხანაშვილი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმის შესახებ.

კომენტარები