გიგა ბოკერია

ბოკერია: ივანიშვილმა ასლან აბაშიძის გზა აირჩია - ვინც ამ კატასტროფაში გაჰყვება, დაისჯება

აქ [მცხეთაში] გუშინ მათ დააორგანიზეს ძალადობრივი დარბევა ახალგაზრდების. თუკი სხვაგან ისინი ახალგაზრდებს აკავებდნენ, რადგან უცენზუროდ შეეხნენ მის უდიდებულესობა ბატონ ბიძინას, აქ პირდაპირ რომ სცემდნენ სასტიკად ადამიანებს, პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ კი არ დაეკავებინათ, პირიქით, შეექმნათ პირობები დარბევისთვის. ამიტომ ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა, ვინც ასეთ ბრძანებას იძლეოდა, ყველა, ვინც ამას აორგანიზებდა, დაისჯება. რახან ასლან აბაშიძის გზა აირჩია ივანიშვილმა, ყველა, ვინც ამ პოლიტიკურ კატასტროფაში მას გაჰყვება, იქნება უმკაცრესად დასჯილი

თქვა გიგა ბოკერიამ მცხეთაში, სადაც ოპოზიციამ აქცია გამართა. 2 დეკემბერს, მცხეთაში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ქართული ოცნების აქტივისტები თავს დაესხნენ. აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა.

კომენტარები