ცქიტიშვილი: არგუმენტი, რომ ეუთო-ში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, საფუძვლიანი არაა

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და გავიხსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ჩვენი კანონმდებლების შექმნილი და ჩვენმა კანონმდებლებმა ყველაზე კარგად იციან, რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში, ვინც ტექსტზე იმუშავა, ვინც იცის, რა იგულისხმებოდა უშუალოდ ამ ტექსტში და რას მისცეს ხმა. აქედან გამომდინარე, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ეუთო-ში, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, მთლად საფუძვლიანი არგუმენტები აქ არ დევს. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაჟღერდა უკვე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან, ასევე ჩვენი პარლამენტარების პოზიციები, იმ ადამიანების, კონსტიტუციონალისტების, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის შექმნის პროცესში.

ეს არის მოცემულობა და ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ ამ პროცესში ეუთო, ოდირი ან ნებისმიერი სხვა ექსპერტი შემოვიყვანოთ, არის მხოლოდ ოპოზოციის მხრიდან მცდელობა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად ვაქციოთ, ვთქვათ, დაპირისპირების ელემენტები შემოვიტანოთ და საშუალება მივცეთ მათი მხრიდან აგრესიას, რომ ისულდგმულოს ამ არგუმენტებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება

პირველი არხის ცნობით, თქვა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის მომზადდებული კანონპროექტის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაგზავნაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები