სოსო გოგაშვილის შვილი "ოცნების" ოფისთან: ბატონ ბიძინას აგინეს, მაგას არ მოვითმენთ

ძალა, რომელიც აქ დგას და 9 წელი იყვნენ ხალხის მწამებლები და ცოცხი რომ ამათი დევიზია, ახალგაზრდებს, ჩემს თანატოლებს ეს არ გვსიამოვნებს. იმის საშუალებას არასდროს მივცემთ, რომ ეს საზოგადოება სადმე დადგეს, რამე გააპროტესტოს. ესენი არიან ტერორიზმის გამპრავებლები, ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს. ამათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ რამე გააპროტესტონ. თავისი შეძახილებით მოხდინეს პროვოცირება. ბატონ ბიძინას აგინეს და ა.შ. მაგას არ მოვითმენთ

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში. ნიკა გოგაშვილი ქართული ოცნების აქტივისტებს შორის ერთერთია, ვინც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქციის დასაშლელად მივიდა.

კომენტარები