IRI

IRI-ს პრეზიდენტი: ავტორიტარები ადანაშაულებენ საკუთარი მართვის პრობლემებში უცხოელებს

საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს.

თქვა ამერიკის ხმის ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

კომენტარები