გიორგი ვოლსკი

ვოლსკი: ხოშტარიას არ ეკითხებიან, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო რიტორიკას

ერთ-ერთი დეპუტატი გოგოებს იკრებს გარეთ და უბილწესად იგინება. არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას. არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა

ქართული ოცნების დეპუტატმა ეს განცხადება პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა, როცა მას მისი თანაგუნდელი დიმიტრი სამხარაძის მიერ ფეისბუქზე დაწერილი გინების შესახებ ჰკითხეს. გიორგი ვოლსკის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები