ე.წ გერმანული მოდელი

კაპანაძე: თუ ოცნებას მწვავე კრიზისიდან გამოსვლა სურს, ჩვენი კანონპროექტი გამოსავალია

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ გერმანულ მოდელს. ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ხოლო მისი ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა. ასე რომ სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა და მათ თუ სურთ ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ეს არის გამოსავალი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე.

კომენტარები