პროპორციული სისტემა

ზოიძე: ქართულმა ოცნებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი მიიღო ჩემი კოლეგების წასვლით

ქართულმა ოცნებამ, ვფიქრობ, აუნაზღაურებელი დანაკლისი მიიღო არა ჩემი წამოსვლით, არამედ ჩემი სხვა კოლეგების წამოსვლით, განსაკუთრებით პოზიტიური დღის წესრიგის და რეფორმების კუთხით. ის მრავალფეროვნება, რაც ჰქონდა ქართულ ოცნებას, შემცირდა, დანარჩენს მომდევნო წელიც აჩვენებს, თუმცა დღეს მგონია, რომ მმართველმა პარტიამ საკმაოდ დიდი დანაკლისი მიიღო. თუმცა, მე როგორც ვიცი, ეს პროცესი დასრულებულია - ვინც "ოცნებიდან“ წამოსასვლელი იყო, ან პოლიტიკიდან წავიდა, ან საპარლამენტო უმრავლესობიდან

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან 13 დეპუტატი გავიდა, აქედან ორმა - აკაკი ზოიძემ და სოფო ქაცარავამ - მანდატიც დატოვა.

კომენტარები