ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ მივცეთ ივანიშვილს არგუმენტი, ისევ შეაშინოს ხალხი

იმ ფონზე, რაც ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში, როდესაც აგრესიული ადამიანების დიდი ჯგუფები დადიან და არბევენ ოფისებს, საუბარი იმაზე, რომ თურმე საფრთხეა ნიკა გვარამიას განცხადება, არასერიოზულია. ხელისუფლების მიერ შექმნილი ძალადობის, აგრესიის, დაპირისპირების ფონი არის ათასჯერ უფრო დიდი საფრთხე ამ ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის, ვიდრე ნიკა გვარამიას ნებისმიერი პოსტი.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს დამოკიდებულებას ამის მიმართ, მესმის ადამიანების ემოციები, მაგრამ ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა ის უნდა იყოს, რომ ეს ემოციები შევიკავოთ და არ მივცეთ ხელისუფლებას არცერთი არგუმენტი იმისთვის, რომ საზოგადოება და ხალხი დააშინოს და გაათამაშოს ისევ ძველი კარტი, რომ თითქოს ოპოზიცია რაღაც ფორმით არასტაბილურობას მოუტანს ქვეყანას.

იმედია არავის სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ნიკა გვარამიას გადატრიალება ან ვინმეს დამხობა შეუძლია, ოღონდაც ეს არის არგუმენტი ხელისუფლებისთვის, ამიტომ ჩვენი პასუხიმსგებლობაა, არ მივცეთ ასეთი არგუმენტები ქართულ ოცნებას და ივანიშვილს საშუალება კიდევ ერთხელ შეაშინოს ხალხი და უთხრას რომ ხედავთ, იქით მხარეს რაღაცას აპირებენ. არავინ არაფერს არ აპირებს, ხელისუფლებამ მოატყუა ადამიანები და ჩვენი საპასუხო გამოსვლა არის ერთადერთი მოთხოვნით, მივცეთ ხალხს სამართლიანი თავისუფალი არჩევნების საშუალება.

ევროპული საქრათველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გადაცემაში "პოლიტმეტრი" ჟურნალისტის კითხვის პასუხად ეხმაურება ნიკა გვარამიას Facebook პოსტს, სადაც ის წერს, რომ უზურპატორი, რომელიც ხელისუფლებიდან მისი გაშვების ლეგიტიმურ გზებს გვართმევს, უნდა დავამხოთ.

კომენტარები