თურნავა: გპირდებით, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავაც მაღალი ტემპით განვითარდება

თქვენ კარგად ხედავთ, საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, არ დაფრთხნენ კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს, ამას მე მგონი, წარმატებულად ვახერხებთ.

თქვენ ხედავთ ახლა, რამხელა ინტერესია თუნდაც პრივატიზაციის მიმართ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ, შენებაზე გადავრთეთ და სამომავლოდ დასაქმებაზე გადავრთეთ.

იგივე ბოლო ციფრები გამოქვეყნდა ტურიზმის განვითარებისა - მიუხედაად ყველა სირთულისა, რაც ტურიზმს გადახდა, მათ შორის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ჩვენ ვახერხებთ, რომ პოზიტიური ტენდენცია არის 7%-იანი ზრდა საშუალოდ, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდით, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურია.

ასევე სხვა სფეროები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის დესტრუქცია, რაც  ბუნებრივია, გვაზარალებს, ბუნებრივია, არ არის კარგი ინვესტირობისთვის, მათ შორის, უცხოელი ინვესტორები აქცევენ ყურადღებას, არ იგრძნოს ქვეყანამ არ იგრძნოს ეკონომიკამ და გპირდებით, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავაც მაღალი ტემპით განვითარდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ წელს ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა, ხოლო ინფლაციის დონემ 7.0% შეადგინა, მაშინ როცა ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნული 3% იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ 187 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით ნაკლებია - ეს ბოლო ათწლეულის მინიმუმია. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები