ნიკა გვარამიას საქმე

სამადაშვილი გვარამის დაბარებაზე: სუს-ი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული

მე მგონი, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა და, შესაბამისად, ის, რაც სრულიად შეესაბამება მისი გამოხატვის თავისუფლებას, სუს-მა პოტენციური სამართლებრივი შევიწროვების მიზეზად გადააქცია.

ეს არის იმ ქვეყნის სუს-ი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმ საქმით, რომელიც მას ევალება, ის ივანიშვილის ხელში პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამის შესახებ ტვ პირველს ესაუბრა. მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტის გამო, სადაც ის "უზურპატორი ხელისუფლების დამხობაზე" საუბრობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

კომენტარები