პროპორციული სისტემა

ხუნდაძე პროპორციულზე: გუნდს დავთანხმდი, მაგრამ ეკლესიაზე ფაქტობრივად სპეცოპერაცია ჩატარდა

[ივნისში] გუნდისგან იყო შემოთავაზებული, რომ ერთიანად წარვდგეთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ, რომ 2024-ში მიღებული გვაქვს [პროპორციული სსისტემა] და მოდი, გადმოვწიოთ ვადა. არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდება და გახდება კონსტრუქციული. მე ამის არ მეჯერა, მაგრამ გუნდთან წავედი კომპრომისზე. მაგრამ ვხედავ ქუჩა ისევ არეულია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, საპატრიარქოზე პრაქტიკულად სპეცოპერაცია განხორციელდა.

მე კიდევ ერთხელ გამიჩნდა შიში იმისა და მოლოდინი, ფაქტიურად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ამ მენიუში შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება [და ამიტომ არ მივეცი ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას]

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე იმედის ეთერში პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე.

კომენტარები