საარჩევნო სისტემა

ნოზაძე: არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს

სრულად მაჟორიტარული სისტემა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ამ სისტემის მთავარი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა. ადგილებზე, როგორც წესი, მაჟორიტარად ირჩევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნიათ და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში.

მე უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია. 11 დეპუტატზე მეტი შეიძლება იყოს მომხრე, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ.

მე არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს.

ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. განხილვის საგანი 2020 წლის საარჩევნო სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემოთავაზებული ე.წ ამერიკული მოდელია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს.

კომენტარები