მაჭავარიანი: არასდროს ბიძინა ივანიშვილი არ ეფარება სხვას ზურგს უკან

ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება, არც გერმანული, არც ფრანგული - ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

არასდროს ბიძინა ივანიშვილი არ ეფარება სხვას ზურგს უკან, რაც უნდა იმას თავად აცხადებს.

მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას, პროპორციულს დავუჭირე იმიტომ, რომ ეს ხალხის მოთხოვნა იყო. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენ ვართ სამხარეო მოწყობის ქვეყანა და სასურველია, რომ ორივე იყოს - მაჟორიტარულიც და პროპორციულიც.

ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. განხილვის საგანი 2020 წლის საარჩევნო სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემოთავაზებული ე.წ ამერიკული მოდელია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები