საარჩევნო სისტემა

მაჭავარიანი: გერმანულ, ფრანგულ და სხვა მოდელს ვერ მივიღებთ, შევეგუოთ შერეულ სისტემას

მათ აქვთ ამისი უფლება მე ვერ გეტყვით, რატომ გააკეთეს ეს ინიციატივა. შევიკირბებით და ვისაუბრებთ. ისედაც, დამთავრებული იყო საუბარი ამ თემაზე. ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღარ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება. არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით [შერეული] უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

არასდროს ბიძინა ივანიშვილი არ ეფარება სხვას ზურგს უკან.

მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას. პროპორციულს მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვართ სამხარეო სისტემის ქვეყანა და სასურველია, ორივე იყოს, პროპორიცულიც და მაჟორიტარულიც.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. განხილვის საგანი 2020 წლის საარჩევნო სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემოთავაზებული ე.წ ამერიკული მოდელია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას გულისხმობს. ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.

კომენტარები