მდინარაძე: უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არის ის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში შიდა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება.

ასე პასუხობს პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა "ოცნება" დატოვონ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები