პროპორციული არჩევნები

უგულავა: ნადირი, რომელიც გვართმევს არჩევნებს, ცალი ფეხით ხაფანგშია, გასაღები გვაქვს ჩვენ

ის ნადირი, რომელიც გვართმევს არჩევნებს, ცალი ფეხით უკვე ხაფანგშია, შემწყვდეულია უკვე ივანიშვილი ხაფანგში და ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვუყურებთ, იმ გავეშებულ ველურობას, კვერცხების, რაღაც ნივთების სროლას, საკუთარი ტყავის გადარჩენას, ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი ცალი ფეხით არის ხაფანგში და ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და წავართვათ ის, რაც გვეკუთვნის ჩვენ, წავართვათ ის, რაც არის ყველასი, წავართვათ ის ერთადერთი, რაც გაგვასხვავებს ჩვენ მთელ რეგიონში, დაგვიბრუნეთ ჩვენი არჩევნები, დაგვიბრუნეთ არჩევნები, დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები და მერე დავეჭიდოთ ერთმანეთს - ვინ ვის აჯობებს, გადაწყვიტოს ხალხმა, გადაწყვიტოს მხოლოდდამხოლოდ ხალხმა და არავინ სხვამ.

და თუ უნდა ამ ხაფანგიდან გამოსვლა, გასაღები ჩვენს ხელშია, არამარტო ბოქლომი, არამედ ხაფანგის გასაღები, მანამ სანამ კისრამდე არ შესულა ხაფანგში, საიდანაც ქრისტე ღმერთი ვერ გამოიყვანს, მანამდე უნდა მოეგოს გონს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე.

კომენტარები