პროპორციული არჩევნები

უგულავა: ხალხის მოსაწონი უნდა იყოს ოპოზიცია ან ხელისუფლება და არა - ივანიშვილის

ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, მე მანამდე ვიქნები პოლიტიკაში, სანამ ჩემი მოსაწონი ოპოზიცია არ იქნებაო, მეგობრებო, ყველა დიქტატურა, ყველა ავტოკრატია, ყევლა უმსგავსობა იწყება ამ ფრაზით. 

ასე არის ისტორიაში, ასე არის თანამედროვეობაში, ასე არის ლიტერატურასა და კინოში, მოსაწონი ივანიშვილის კი არ უნდა იყოს ოპოზიცია ან ხელისუფლება, მოსაწონი უნდა იყოს ხალხის, მოსაწონი უნდა იყოს თქვენი.

ადამიანი, რომელიც იკადრებს, მე უნდა მომწონდესო, ის ადამიანი არის უზურპატორი, ის ადამიანი ართმევს არჩევანს და ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე - ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს ან მართლა გადავეშვებით ჭაობში, რადგან სხვა გზა საქართველოს არ აქვს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე.

კომენტარები