ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

კუბილიუსი: უკეთესია "ოცნებამ" აჩვენოს, რომ ესმით რა პრობლემები შექმნა მათმა გადაწყვეტილებამ

გვაფიქრებს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ეს საკითხი განვიხილეთ ევროკავშირის ელჩთან. რა თქმა უნდა, გაგვახარებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის გაგრძელების ნახვა.

დიალოგი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს მომდევნო არჩევნებისათვის და რაიმე ტიპის ნდობა დაბრუნდება დემოკრატიული საარჩევნო პროცესისადმი. აი ამის ნახვა გვსურს. მმართველს პარტიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

ივნისსა და ივლისში გაცემული დაპირებების არ შესრულება კარგი გამოსავალი არ არის. ეს იწვევს უნდობლობის გაჩენას მოსახლეობაში და ასევე ევროკავშირში იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ვიცით, რომ არის განსხვავებული შემოთავაზებები, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებას არ მოითხოვს. ვუსურვებ ორივე მხარეს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას მიაღწიონ რაიმე ტიპის შეთანხმებას შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, რათა მეტი პროპორციულობა შეიძინოს საარჩევნო სისტემამ შემდეგი არჩევნებისათვის. უკეთესი იქნება მმართველმა პარტიამ აჩვენოს, რომ ესმის რა პრობლემები შექმნეს საკუთარი გადაწყვეტილებით. იმედი მაქვს ჩვენი ხმა დაეხმარება მმართველ პარტიას და ყველა ქართულ პარტიას, წინ წავიდნენ და დიალოგით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ.

ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი პროპორციულს არჩევნებზე, გერმანულ მოდელზე და ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე 2020-დან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ იმართება.

კომენტარები