ოპოზიციის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

ბაქრაძე: ქართული ოცნების ნაბიჯებმა დააზიანა საქართველოს იმიჯი ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან

მთავარი თემა ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქნება პროპორციული არჩევნები. ვინაიდან ჩვენს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპარლამენტში ძალიან აღელვებთ ის პოლიტიკური კრიზისი და ის პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ქართული ოცნების ტყუილმა. ამიტომ მთავარი თემა იქნება ამ პოლიტიკური კრიზისის განხილვა, იმ წინადადებების მიწოდება, რომლებიც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მოვამზადეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან და სამომავლო გეგმების განხილვა. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაში, ამიტომ ევროპარლამენტარების პოზიცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების ნაბიჯებმა ფუნდამენტურად დააზიანა საქართველოს დემოკრატიის იმიჯი ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ, ახლა ჩვენი ამოცანაა ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს ვესაუბროთ თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა შემცირდეს ის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო ქართული ოცნების ტყუილის და პოლიტიკურ ჩიხში შეყვანილი პროცესის შედეგად. 

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის კომენტარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები