პროპორციული სისტემა

კუბილიუსი: შეუსრულებელმა დაპირებამ შექმნა კრიზისი, პროპორციული სისტემა მისასალმებელია

[ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე] ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენ შეშფოთებულები ვართ. განვიხილავდით, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს სიტუაცია. რა თქმა უნდა, გვსურს ქართული დემოკრატია უფრო დაბალანსებული განვითარებისაკენ წავიდეს. საარჩევნო სისტემის პროპორციულობა იქნება მისასალმებელი. ამ დროისათვის შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დიალოგს და ამ დიალოგში ვხედავთ მმართველ პარტიაზე დიდ პასუხისმგებლობას, რადგან, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაპირების ვერ შესრულებამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ საქართველოს მეგობრები მოველით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას და გვაშფოთებს არსებული სიტუაცია.

ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი ოპოზიციის ლიდრებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები