გაბაშვილი: ჯერ არჩევნები დააბრუნონ და მერე გავაგრძელებთ ოპოზიცია ჩვენ-ჩვენ გზებზე

მას შემდეგ, რაც ბიძინამ არჩევნები მოიპარა, ცხადად გამოიკვეთა, რომ ამით, უგამონაკლისოდ, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაიპირისპირა, მთელი საზოგადოება. 87% ჩვენი მოქალაქეებისა ემხრობა სამართლიან, პროპორციულ სისტემას. არა მხოლოდ სხვა პარტიები - ქართულ ოცნებაშიც კი, უკლებლივ ყველა, ვისაც საერთაშორისო პარტნიორებთან შეხება ჰქონდა, ან მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნდა, წამოვიდა იქედან - ჩუგოშვილი, ძიძიგური, ხულორდავა, ქაცარავა... და ბევრი სხვა. პირველად ჩამოყალიბდა რეალურად ვითარება - ყველა ერთის წინააღმდეგ! ეს არ ნიშნავს, რომ პარტიებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის განსხვავებები სადმე გაქრა - არა. მაგრამ ჯერ უნდა დაიბრუნო თამაშის წესები და მერე ეთამაშო სხვა გუნდებს. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილს ეს ვითარება აძლევს მთავარ ძალას - ,"თქვენ ისეთი სიტუაცია შექმენით, რომ არცერთი მოკავშირე არ გყავთ, არცერთ ფლანგზე - არცერთი." ასეთ ვითარებაში ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა დაშალოს ეს სიტუაციური ერთობა. ამიტომ არის მისი მთავარი პროპაგანდისტული ხაზი ყველა პარტიის "შეიმინგი" - შერცხვენა. ერთი ხაზი, რომ ,"ნაცები" არიან. მეორე ხაზი შეიმინგის, რომ ,"ბურჯანაძე გიზით გვერდზე", მესამე ხაზი, რომ პარტიები თავისას "ჩალიჩობენ" და "ახალგაზრდები გადააგდეს" - მთავარია დაშლა - რა და როგორ, "კიდიათ". პუტინმა ეს მოახერხა თავის დროზე - უდალცოვით ნემცოვს აშეიმინგებდა, იავლინსკით ნაციონალისტებს, ანარქისტებით ლიბერალებს, "კორუმპირებული კასიანოვით" ნავალნის და აშ. აქ ერთადერთი პასუხია სწორი - შენ მიდი, მოპარული თავისუფლება დააბრუნე, არჩევნები დააბრუნე და მერე ყველა გაერკვევა ერთმანეთში და არჩევნებით გამოავლენს ცუდს და კარგს, გამარჯვებულს და დამარცხებულს. ბევრი გვაქვს ყველას სათქმელი, მართლა წერტილში გვირტყამს ზოგჯერ შეიმინგი - მაგრამ ჯერ - არჩევნები დააბრუნე და მერე გავაგრელებთ ჩვენ ჩვენ გზებზე! ასე მგონია მე.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები