სახელმწიფო და ეკლესია

მინდიაშვილი: პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა ქვეყნის განვითარებისთვის

როცა პატრიარქი, ეკლესია წუხს იმაზე, რომ სამუშაოდ თუ საცხოვრებლად საქართველოდან სხვა ქვეყნებში მიდიან, პირველ რიგში, საკუთარ დიდ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ ამ ყველაფერში, იმაში, რომ ადამიანებისთვის გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება.

ეკლესიას, თავისი უზომოდ დიდი ავტორიტეტიდან, საყოვლეთაო მხარდაჭერიდან გამომდინარე, შეეძლო საქართველო საცხოვრებლად საუკეთესო, წესრიგიან, პატიოსან, მართლაც ქრისტიანულ გარემოდ ექცია, ამის ნაცვლად უშუალოდ კათალიკოსმა და შემდეგ კი სამღდელოების დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალათ ქვენის მორალური, პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარებისთვის, ყველაფერი იღონეს აქ ქრისტეს სახელის აბუჩად ასაგდებად და დასამცირებლად, ყველაფერი გააკეთეს დასავლური განვითარების დემონიზაციისთვის, წაახალისეს ყველანაირი ძალადობა, ბოროტება, დაწყებული პირველი ხელისუფლების დამხობით, მხედრიონის, კანონიერი ქურდების, კორუფციონერების, მაფიოზების, ხელისუფალთა უსამართლო მხარდაჭერით, დამთავრებული ჩვეულებრივი რუსული ფაშიზმის ქადაგებითა და ადამინებზე, წლების განმავლობაში, მასობრივი ძალადობითა და ნადირობით.

აი, ამიტომ ილია მეორეს არც მიგრაციაზე და არც ემიგრაციაზე, ისევე როგორც საერთოდ ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტიზმზე, საუბედუროდ, ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ აქვს

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები