პოლიტპატიმრები საქართველოში

უგულავა: პოლიტპატიმრებზე ევროპარლამენტარების განცხადებებზე "ოცნება" სირაქლემას პოზიციაშია

ევროპარლამენტარები ღიად საუბრობენ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებზე, ანუ პოლიტპატიმრებზე. ეს უნდა იყოს "გადასხმული ცივი წყალი" ქართული ოცნებისთვის. სამწუხაროდ, აქაც პასუხები, რაც მოვისმინე, სირაქლემას პოზიცია იყო. "ოცნების" პასუხია, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს. ასეთ პასუხს იძლევა პუტინის რუსეთი, ლუკაშენკოს ბელორუსი, ჩინეთის ხელისუფლება, ყველა სხვა დანარჩენი არათავისუფალი ქვეყანა, სირცხვილია ასეთი სირაქლემას პოზიციაში დგომა.

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

კომენტარები