უსუფაშვილი: თუ უკეთეს მოდელს შემოგვთავაზებენ, ჩვენ გერმანულზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი

ჩვენი საერთაშორისო კოლეგების მხრიდან იყო დასმული საკითხი: პირველ ნაწილში (გერმანული მოდელი) შეთანხმება არ არის, მაგრამ დოკუმენტში არის მეორე, ანუ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ნაწილი. ამაზე ხართ მზად სასაუბროდ? ხელისუფლების პასუხი იყო: “ხო, კონსტიტუციურობის პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ დანარჩენი საკითხები უნდა შევისწავლოთ და მოგვიანებით გეტყვით ჩვენს პასუხს.” ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში, ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება ხვალ თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი და ეს არ არის ჩვენი ცხოვრების ამოცანა.

აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ "მთავარ არხთან" გაკეთებულ კომენტარში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები