ჰარცელი: საქართველოს მიერ დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება EU-სთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგშია ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჯანსაღი და შინაარსიანი საარჩევნო რეფორმა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სამართლიანი დამტკიცება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისათვის. ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის.

მივესალმები როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წევრების ჩართვას დიალოგის პროცესში. გუშინ გვქონდა მეორე შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწევს ეს დიალოგი და მეტ პროგრესს ვნახავთ.

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. ევროპარლამენტარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები