არაფორმალური მმართველობა

ფონ კრამონი: დემოკრატიის პრობლემაა, როდესაც ვიღაც ფულითა და გავლენით ქვეყანას მართავს

[ბიძინა ივანიშვილი] ხელმძღვანელობს და მართავს პარტიას და ეს მმართველობა ბოლომდე გამჭვირვალე არ არის. ის განსაზღვრავს, ვინ იქნება მომავალი პრემიერმინისტრი, თუ კანდიდატი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისა. ის კულუარულად მართავს და ქაჩავს ძაფებს. 

მას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დემოკრატიის უდიდესი პრობლემაა, როდესაც ვიღაც დიდი ფულითა და დიდი გავლენით ქვეყანას მართავს. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო კარგი იქნება, პოლიტიკა და ბიზნესი არ იყოს გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი აბსანძის კვირის ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები