ბიძინა ივანიშვილის ხეები

თურნავა: რა თქმა უნდა, ივანიშვილმა გიგანტური ხეები გადაარჩინა, ეს ხომ ცალსახად ასეა

რა თქმა უნდა, გადაარჩინა, იმიტომ, რომ უნიკალურ პარკს აშენებს და ბევრი ხე ზოგადად არის მოუვლელი, ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან კარგი რამ, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს ხომ ცალსახად ასეა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა თავის ეზოში გადარგვით გადაარჩინა თუ არა გიგანტური ხეები. ივანიშვილმა ჟურნალ ველურ ბუნებასთან საუბარში თქვა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".

კომენტარები