ოცნების პოლიტიკური პატიმრები

ცოტნე ზურაბიანი: ოპოზიციის უსუსურ ტყუილზე ევროპარლამენტარები გაოცდნენ

ოპოზიციას ჰქონდა ძალიან უსუსური, უპასუხისმგებლო მცდელობა, რეალურად, ტყუილი, რომელიც მათ იკადრეს და თქვეს ევროპარლამენტისა და ჩვენი კოლეგების მიმართ, რომ წარმოეჩინათ სიტუაცია ისე, თითქოს ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება და გვყავს ათეულობით პოლიტპატიმარი. ამან ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებში… მათ მიაწოდეს 85 კაციანი სია და უთხრეს, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი იქნა განთავისუფლებული მხოლოდ ჯარიმით, ნაწილი პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლეს და ნაწილზე იყო ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღით და 5 დღით, აი, ამ ადამიანებზე თქვა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. 

 

თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ- ცოტნე ზურაბიანმა "ტელეკომპანია პირველზე" დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში". შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა მმართველი ძალის ქმედებები მწვავედ გააკრიტიკეს, მათი შეფასებები შეეხო: პოლიტპატიმრებს, ფულით მართული პოლიტიკის პრობლემას, მართვის გაუმჭვირვალობას, საერთაშორისო ორგანიზაციების უსაფუძვლო კრიტიკას, დიალოგის აუცილებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

კომენტარები