გიორგი ვოლსკი

ვოლსკი: მთავარია, გიგანტური ხეები შენარჩუნდება, ეყოლება მომვლელი, როგორიც სჭირდება

მთავარია, რომ გიგანტური ხეები შენარჩუნებული იქნება ჩვენი მომავალი თაობისათვის და ის დენდროპარკი, რომელიც აშენდება, იქნება ყველასთვის. ამ გიგანტურ ხეებსაც ეყოლება ისეთი მომვლელი, როგორიც სჭირდება ამ სპეციფიურ მცენარეს. პროფესიონალური მოვლის პირობები ამ უნიკალურ ხის ჯიშებს, რა საკვირველია, მეტი ექნებათ დენდროპარკში. [...] ბუნებას მოწყდა ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს, ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს კარგი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.

ასე პასუხობს ტაბულას კითხვას ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით. ივანიშვილმა ჟურნალ ველურ ბუნებასთან საუბარში თქვა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ". ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ "ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსი დაგვერღვა".

კომენტარები