ბიძინა ივანიშვილის ხეები

პაპუაშვილი: ხე თუ გადარჩა, ხე თუ მოირწყა, თუ გამრავლდა, ბალახი ამოვიდა, რატომ არ გიხარიათ?

რატომ არ გიხარიათ, რამე რომ გადარჩა? რა არის ამაში ტრაგიკული და სენსაციური, ვერ ვგებულობ. აი, რა უნდა ვთქვა, ხე თუ გადარჩა, ხე თუ მოირწყა, ხე თუ გამრავლდა, ბალახი ამოვიდა, არ მოკვდა თუ რაღაც, რავიცი მე, როგორ გითხრათ, აბა? თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, ... ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ არ წაუკითხავს. ივანიშვილმა ჟურნალ ველურ ბუნებასთან საუბარში თქვა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".

კომენტარები