ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: 7-10 წელიწადში ქვეყანაში მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს

როგორც იტყვიან "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში.

კომენტარები